Tuesday, March 10, 2015

სასწავლო პროექტის გეგმა

ფრანგულენოვანი პროექტი


1. პროექტის სახელწოდება:
საფრანგეთის ისტორია
                                                                                                                                                            


 პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით:
საფრანგეთის ისტორიის გაცნობა ისტორიულ, ეკონომიკურ და კულტურულ ასპექტში

პროექტის აქტუალობა:
პროექტი აქტუალურია რადგან საფრანგეთი არის ერთერთი ყველაზე უძველესი კულტურისა და ცივილიზაციის კერა და ამავდროულად ეკონომიურად მაღალგანვითარებუილი ქვეყანა, რომლის მაგალითზე მოსწავლეებს შეუძლიათ ისწავლონ    ბევრი რამ

პროექტის მიზანი: 
  • ოსწავლეებს განუვითარდეთ კვლევის და შედარების უნარი  
  • ისწავლონ ანალიზის გაკეთება და ქვეყნის განვითარებითვის
  • გასავლელი სხვადასხვა ეტაპი. 
  • ჩამოუყალიბდეთ საკუთარი აზრის არგუმენტირებული მსჯელობის და პრეზენტაციის უნარი, 
  • ისწავლონ პრობლემური საკითხების და სიტუაციების მოგვარებაs დიპლომატიურად,
  • განუვითარდეთ კითხვის  და ასევე ზეპირი მოსმენის უნარები,
  • მიეჩვიონ ბიბლიოთეკაში სიარულს,
  • ისწავლონ ჯგუფური მუშაობა და თანამშრომლობა.
  • განუვითარდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა
                                                                        მონაწილეთა ასაკი:
                                                                                17–18

    ვადები/ხანგრძლივობა:
    2 თვე

    მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
    სრულყოფილ პრეზენტაციები სამივე ჯგუფიდან, რომელსაც განვათავსებთ ბლოგზე

    პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
    დამატებითი ლიტერატურა, ინტერნეტი, დოკუმენტური ფილმები საფრანგეთზე, ჟურნალ–გაზეთები

     პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): 
    • თემის შერჩევის შემდეგ კლასი გაიყოფა 3 ჯგუფად 
    • შეირჩევა ჯგუფების ლიდერები, რომლებიც გადაანაწილებენ                              სამუშაოს ჯგუფის ყველა წევრზე განაწილებული თემების მიხედვით.
    • პირველი ჯგუფი გააკეთებს ისტორიის მიმოხილვას–როდის                                   ჩამოყალიბდა საფრანგეთის სახელმწიფო?  ისტორიული განვითარების                              რა ეტაპები გაიარა? ყველაზე მძიმე ისტორიული პერიოდები და ომები და პრობლემების მოგვარების ხერხები?  
    • მეორე ჯგუფი ეკონომიურ ასპექტს– ეკონომიური განვითარების რა საფეხურები გაიარა? რა არის წამყვანი ეკონომიკა საფრანგეთში? რომელია ყველაზე ცნობილი ეკონომიური საწარმოები? და როდის იყო ეკონომიური კრიზისის და აყვავების პერიდოი საფრანგეთში?
    • მესამე კულტურულს–კულტურული განვითარების რა ეტაპები გაიარა? რომელია ყველაზე ცნობილი კულტურული კერები? ცნობილი მწერლები, მხატვრები, მოქანდაკეები, მუსიკოსები, ღირშესანიშნაობები და ა.შ.
    • კვირაში ერთხელ მოხდება თვითოეული ჯგუფის მიერ მოძიებული მასალის შეჯერება და ახალი მითითებების მიცემა, პრობლემებისა და ბუნდოვანი საკითხების გარკვევა და დზაუსტება,
    • პროექტისთვის საბოლოო ფორმის მიცემა,
    • ჯგუფის ლიდერი გააკეთებს პრეზენტაციას მოძიებული მასალის მიხედვით
    •  შეფასება წინასწარ შემუშავებული განმსაზღვრელი და განმავითარებელი სქემის მიხედვით,


    სუსტი

    1–2–3

    საშუალო

    4–5       

    კარგი

    6–7       

    საუკეთესო
    8–9–10
    მეტყველება, ინტონაცია
    ვერ მეტყველებს.

    უჭირს მეტყველება, არა აქვს სათანადო გამოთქმა
    მეტყველებს გარკვევით, ზოგჯერ ვერ იცავს ინტონაციას და გამოთქმას
    მეტყველებს ხმამაღლა და გარკვევით, franguli ენისთვის დამახასიათებელი ინტონაციით
    მსჯელობადასაბუთება, ახალი ტერმინოლოგიის გამოყენებით
    მსჯელობა  უინტერესოა.

    მსჯელობა ნაწილობრივ გასაგებია, ახალ ტერმინოლოგიებს ვერ იყენებს.

    გამოთქვამს ვარაუდებს, სრულყოფილად ვერ იყენებს ახალ ტერმინოლოგიას.
    შეუძლია ვარაუდების გამოთქმა. სრულყოფილად იყენებს მსჯელობის დროს ახალ ტერმინოლოგიებს
    ვიზუალური მასალის გამოყენება                

    ვერ იყენებს ვიზუალურ მასალას.

    ცუდად იყენებს ვიზუალურ მასალას.           

    შეუძლია ვიზუალური მასალის გამოყენება, უჭირს ეკრანის გამოყენება
    იყენებს ვიზუალურ მასალას და .. იყენებს ეკრანს
    აუდიტორიასთან მიმართვა, თვალით კონტაქტი
    უჭირს აუდიტორიასთან ურთიერთობა.

    ნაწილობრივ ამყარებს აუდიტორიასთან ურთიერთობას და თვალით კონტაქტს.
    აუდიტორიას მიმართავს, მაგრამ ვერ ამყარებს თვალით კონტაქტს.
    აუდიტორიას თავდაჯერებულად მიმართავს; ამყარებს თვალით კონტაქტს.
    პრეზენტაციის დასაწყისის და დასასრულის ეფექტურობა
    საერთოდ არ არის ეფექტური.

    პრეზენტაციის დასაწყისი და დასასრული ნაწილობრივ ეფექტურია.
    პრეზენტაციის დასაწყისი და დასასრული საკმარისად ეფექტურია.
    პრეზენტავიის დასაწყისი და დასასრული  ძალიან ფექტურია
    დროის ლიმიტი                

    უჭირს დროის ლიმიტის დაცვა.

    ნაწილობრივ იცავს დროის ლიმიტს.
    საკმარისად იცავს დროის ლიმიტს.
    კარგად იცავს დროის ლიმიტს


                   
                   

    .           საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: 
    ისტორიასთან, ეკონომიკასთან და კულტურის ისტორიასთან კავშირი, 


                               ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები

    •  XI-15-18  მოსწავლე მიმართავს სათანადო სტრატეგიებს, მოიძიებს საჭირო ინფორმაციას/ძიებითი, სელექციური კითხვა
    • XI.22 მოსწავლე ტოლერანტულია კულტურული განსხვავებების მიმართ.ავლებს პარალელებს უცხო და მშობლიურ კულტურას შორის, პოულობს მსგავსებაგანსხვავებებს
    • XI. 23მოსწავლე ითვალისწინებს განსხვავებულ სოციოკულტურულ გარემოში მიღებულ ქცევის წესებს
    •  პრეზენტაციის უნარ–ჩვევების განვითარება

                                                       პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): 
                                                                        მაია ოთიაშვილი

    ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
    maiaotiashvili@gmail.com

     პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
    maiaotiashvili.blogspot.com